აჭრაში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, დაიწყო შიდა გავრცელება და კლასტერული შემთხვევები უკვე აღარაა. მიუხედავად ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, რუსუდან შავიშვილის თქმით, სიტუაცია კონტროლირებადია.
,,ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭრაში 2 500 პისიარ ტესტი ჩატარდა, აქედან კორონავირუსის 108 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო საკარანტინე კოვიდსივრცეში გადაყვანილია 97 საეჭვო პაციენტი, რომლებზეც მინდინარეობს დაკვირვება. გამოვლენილი ახალი შემთხვევები არის უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტირებული პირები, ასევე არიან ისეთებიც, რომელთა დაინფიცირების პირველწყარო უცნობია. მიუხედავად ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა სიტუაცია კონტროლირებადია“, -განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა.
ბათუმის კოვიდკლინიკებში ამ დროისთვის 238 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 5 არასრულწლოვანია.