აჭარაში კორონავირუსის 80 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ოთხმოცი ინფიცირებულიდან 20 ე.წ ,ქორწილის კლასტერია, 7 კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის კონტაქტი, 20-ის ინფიცირების წყარო კი ამ ეტაპზე დაუდგენელია. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.
ბათუმსა და ქობულეთში სპეციალურად განთავსებულ კარვებს პისიარ ტესტირებისთვის 2000-ზე მეტმა პირმა მიმართა.