ცაგერის ორი სოფლის – ლაილაშისა და ორბელის შესასვლელებს პოლიცია აკონტროლებს

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ცაგერის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – ლაილაშისა და ორბელის შესასვლელებში ბლოკპოსტები მოეწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძემ განუცხადა.

მისი თქმით,  შეზღუდვები მანამ გაგრძელდება, სანამ ეპიდვითარება რეგიონში არ დასტაბილურდება.

“არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ცაგერის მუნციპალიტეტის 2 სოფელში – ორბელსა და ლაილაშში დროებითი შეზღუდვები დაწესდება, ამ მიზნით სოფელ ალპანას შესასვლელსა და ორბელის უღელტეხილზე, ე.წ გადმოსახედზე, 2 ბლოკპოსტი განთავსდა. სადაც განთავსდება სამედიცნო კარვები და ეპოდემიოლოგები მოსახლეობას თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ. ამ ეტაპისთვის ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ორბელში, სადაც მოსახლეობას გავაცანით შეზღუდვები და მინდა აღვნიშნო, რომ ისინი გაგებით მოეკიდნენ არსებულ სიტუაციას”, – განაცხადა უგრეხელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები