სოზარ სუბარი: ადამიანი არის მთავარი ღირებულება და ეს მოიტანა 2012 წელმა

2023 წელს ქვეყნის ბიუჯეტის ყოველი ოთხი ლარიდან ერთი დაიხარჯება განათლებაზე. რატომ? – იმიტომ, რომ ამაში ვხედავთ ჩვენ მომავალს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სამგორის რაიონში სოზარ სუბარმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ადამიანი არის მთავარი ღირებულება და ეს მოიტანა 2012 წელმა. ეს არჩევანი დგას დღეს ჩვენს წინაშე და ეს უნდა გავაგრძელოთ. ეს არჩევანი, რომ ადამიანი არის მთავარი, გამოიხატება ყველაფერში. დღეს აქ ხართ ახალგაზრდები, ხართ სტუდენტები, ხართ აბიტურიენტები, ხართ ბავშვები, რომლებიც დღეს-ხვალ გააგრძელებთ უმაღლესში სწავლას, აი აქაც ჩანს ადამიანის პრიორიტეტი. „ქართული ოცნების“ მთავარი რეფორმა არის ის, რომ ჩვენ დავიწყეთ განათლების რეფორმა და ნელ-ნელა შედის ძალაში. 2023 წელს ქვეყნის ბიუჯეტის ყოველი ოთხი ლარიდან ერთი დაიხარჯება განათლებაზე. რატომ? – იმიტომ, რომ ამაში ვხედავთ ჩვენ მომავალს. სხვანაირად ქვეყანა ვერ განვითარდება, სხვანაირად ვერ გავხდებით ღირსეული წევრები საერთაშორისო თანამეგობრობის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მმართელი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალგაზრდებს სამგორში, ჰუალინგის დასახლების სკვერში ხვდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები