წყალტუბოში 140 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა

წყალტუბოში, გვიშტიბის დასახლებაში 140 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა. ცერემონიალში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორთან გიორგი შენგელია მონაწილეობდნენ.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გრძელდება.
,,დევნილი მოსახლეობა არის ჩვენი ტკივილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები და დავიბრუნოთ თქვენი სახლ-კარი, თქვენი მშბლიური მამული. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობაში შეგიქმნათ მაქსიმალური კომფორტული საცხოვრებელი პირობები. მიუხედავად პანდემიისა, არ ვანელებთ ტემპს და ვახერხებთ დევნილი მოსახლეობითვის გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები. წლის ბოლომდე კიდევ დავბრუნდებით იმერეთში, როცა 400 ოჯახს, ისევ ამ ტერიტორიაზე, შემდეგ 6 კორპუსში გადავცემთ ბინებს”,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

,,თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც ძალიან ბევრი ტკივილის და რთული დღეების გამოვლა მოუწია. ასევე ბევრი წელი მოგიწიათ რთულ პირობებში ყოფნა თქვენს ოჯახებთან ერთად. სწორედ ამიტომ არის მნიშნელოვანი, გაგიუმჯობესოთ ცხოვრება და ოდნავ მაინც შეგიმსუბუქოთ ის ტკივილიდა პირობები, რომელიც გაქვთ. დღეს ამ 140 ბინის გადაცემა რეალურად ნიშნავს 140 ოჯახისთვის ღირსეული პირობების შექმნას. 21 ათასი დევნილისთვის მოხდა პირობების მაქსიმალურად გაუმჯობესება. ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც 2 წელია, რაც გვაქვს საშუალება, რომ შევუერთდეთ ჯანდაცვის სამინისტროს ამ რთულ ამოცანაში და ჩვენ დავიწყეთ დაახლოებით 150 მილიონი ლარის პროგრამა, რომელიც გულისხმობს 2 240 ახალი ბინის მშენებლობას. ეს 140 ბინა არის ამ პროგრამის ნაწილი”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები