კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან აჭარაში 26 დაფიქსირდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ცენტრის დირექტორის მოადგილის – ნონა ეფაძის თქმით, ინფიცირებულებიდან 21 ე.წ ,,დონას” კლასტერია. მისივე თქმით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.
ნონა ეფაძე საზოგადოებას მოუწოდებს, თუ ვინმე ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოფა საკონდიტრო “დონა”-ში, აუცილებლად გაიარონ “პისიარ” ტესტირება.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში პისიარ ტესტირების გავლა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია როგორც ქალაქში განთავსებულ 3 სპეციალურ კარავში, ასევე 5 პოლიკლინიკაში.