“უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს, რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ 6 თვით”, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩაქვში განაცხადა, სადაც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიზაალ მიქელაძე და ქობულეთის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ანანიძეწარადგინა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს შეეხება ყველა ტურისტულ ბიზნესს, პირველ რიგში სასტუმროებს,რომელთა ბრუნვაც არის 20 მლნ-მდე, თუმცა, ამავდროულად, გიორგი გახარიას თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც საოჯახო სასტუმროს პრინციპით აქირავებდნენ ოთახებს და თითოეულ მათგანთან იქნება პერსონალური მიდგომა.
„ქობულეთი,მე-19 საუკუნიდან ჩამოყალიბდა, როგორც ელიტური კურორტული ზონა, ქალაქი. ტურიზმის გარეშე ქობულეთი წარმოუდგენელია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. სამწუხაროდ, წელს ამ გლობალური პანდემიის გამო დავზარალდით ყველანი, ქვეყანაც და აჭარაც, პირველ რიგში ქობულეთიც, თუმცა ჩვენ რითიც შეგვეძლო სწრაფად დავუდექით განსაკუთრებითტურისტულ ბიზნესს, სასტუმრო ბიზნესს გვერდით. აქამდე არ მითქვამს რომ უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს, რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ 6 თვით.
ეს ეხება ყველა ტურისტულ ბიზნესს, პირველ რიგში სასტუმროებს, რომელთა ბრუნვაც არის 20 მლნ-მდე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც 2-3 ოთახს საოჯახო სასტუმროს პრინციპით აქირავებდნენ და აქაც მინდა დაგპირდეთ, რომ გვქონდა საუბრები რეგულატორთან, ცალკეულ ბანკებთან და თითოეულ მათგანთან იქნება პერსონალური მიდგომა. ჩვენ ამას გავაკონტროლებთ, ყველაფრით დავეხმარებით ადამიანებს, რომ სესხების გადავადება მოხდეს შემდგომი სეზონის დაწყებამდე. ყველამ ერთად ვიშრომოთ, ვიზრუნოთ, ეპიდემიოლოგებთან ერთად დავიცვათ ყველა წესი და კანონი, რათა შემდგომი სეზონი გვქონდეს ნორმალური”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.