გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგად აჭარაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ისინი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან და სამკურნალოდ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდნენ.
ორი კი საკარანტინო სივრციდანაა გადაყვანილი, ერთი პირი კი იზოლაციაში იყო. ის ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი მოქალაქეა, რომელსაც კოვიდ-19 გუშინ დაუდასტურდა.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში 28 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. აქედან 12 აქვს პნევმონია. მიმდინარებს მათი მკურნალობა.