მმართველი პარტიის ლიდერებმა პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ქათამაძე ქედისა და შუახევის შემდეგ ხულოელ ამომრჩეველს წარუდგინეს.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხულოში ბევრი გეგმა შესრულდა, თუმცა კიდევ არის პროექტები, რომლის განხორციელება დაიწყო და უახლოეს პერიოდში დასრულდება.
„ბევრი დაპირება უფრო ადრე უნდა განხორციელებულიყო, მაგალითად ხულო-ზარზმის გზის მოწყობა, მაგრამ უკვე დაწყებულია და სამ წელიწადში იქნება დასრულებული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხულოში მცხოვრები ადამიანების ყოფა არ განსხვავდებოდეს ბათუმში მცხოვრებისგან და ამაში თქვენი არჩევანიც უნდა დაგვეხმაროს“, – მიმართა ამომრჩეველს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.