საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით, 18:05 საათზე, თიანეთიდან 35 კილომეტრში, სოფელ მათურასთან დაფიქსირდა.
ბიძგების სიმძლავრემ 3.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.