„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას ხვალ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს – რესან კონცელიძეს და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს – ტიტე აროშიძეს წარუდგენს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი – კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი – გიორგი გახარია, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.
წარდგენა 20:00 საათზე გაიმართება.