შსს: სოფელ ნიგოზასთან მომხდარ ავარიაში მონაწილე ყველა პირი დადგენილია
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ყველა პირი დადგენილია, ასევე იდენტიფიცირებულია გარდაცვლილი. ამ ეტაპზე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. “- განაცხადეს უწყებაში.
ცნობისთვის, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება მომხდარ ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.