აჭარაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შემთხვევა იმპორტირებულია, პაციენტი ბათუმის ცხელების კლინიკაში საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.
დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში სულ 902 კვლევა ჩატარდა.
კორონავირუსი დაამარცხა ერთმა პაციენტმა და კლინიკიდან გაეწერა. ამჟამად რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში მკურნალობის კურსს 7 პაციენტი გადის.
შეგახსენებთ, რომ ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 1 პირი, მისი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 31 440 პირს.
დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1974 პირი.