პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა 2026“ ბაკურიანში მშვილდოსნობის ჩემპიონატით გაგრძელდა 

პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა 2026“ ბაკურიანში მშვილდოსნობის ჩემპიონატით გაგრძელდა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში გორელებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები, ონკოსაზოგადოების წარმომადგენლები და შშმ პირები.

“აქტივობა მოეწყო „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით, რომელთანაც გორის მერია „სპორტული ღონისძიებებისა და პროექტების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში წლებია თანამშრომლობს. პროექტის მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციაა.

პროექტის მხარდამჭერები არიან გორის მუნიციპალიტეტის მერია „სოკარი“, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. ინიციატივის გენერალური სპონსორია „აჭარაბეთი“,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები