ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილეებთან ერთად, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მოადგილეებთან ერთად, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას.

“შეხვედრაზე ვახტანგ ბერიძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირებისგან მიიღო ინფორმაცია პირველი კვარტლის განმავლობაში გაწეული სამუშაოების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას და მათი დროულად განხორციელების მნიშვნელობას, რაზეც მუნიციპალიტეტის მერმა შესაბამისი დავალებები გასცა.

თათბირზე ასევე განიხილეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების განხორციელების საკითხები. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს და პირველი კვარტლის მონაცემებით, აღნიშნული პროგრამებით უკვე 2000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები