ზამურ ჭითანავა, საფეხბურთო კლუბ „სიონის“ მატჩს დაესწრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, საფეხბურთო კლუბ „სიონის“ მატჩს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

“ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე ტურის შეხვედრაში ბოლნისის „სიონი“ განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე ,,ოდიში 1919“ დაუპირისპირდა. საფეხბურთო მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
ბოლნისის ,,სიონი“ მორიგ შეხვედრას, მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე, 22 მარტს გამართავს, სადაც ,,თელავს“ დაუპირისპირდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები