სულხან თამაზაშვილი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი

,,დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელსაც აქვს საინტერესო, ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო გარემო,” – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა „ამბასადორ აილენდ ბათუმის” პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სულხან თამაზაშვილის თქმით, პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაშია და შავი ზღვის სანაპიროზე შეიქმნება თანამედროვე, მაღალი სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი.

,,ამბასადორის ხელოვნური კუნძულის პროექტი რეგიონის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელება უკვე აქტიურ ფაზაშია, შავი ზღვის სანაპიროზე შეიქმნება თანამედროვე, მაღალი სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც გააერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ და მოსასვენებელ სივრცეებს,” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები