ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის პირველ და მე-2 შესახვევებში გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

“ქალაქ ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის პირველ და მე-2 შესახვევებში გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა”,- ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა წყლის სისტემა, მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები და გზასთან ერთად ეზოებში შესასვლელები კეთდება.

“სამუშაო პროცესს ადგილზე ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია და მერის მოადგილე გურამ გოლიაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

გზის რეაბილიტაცია, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები