ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს დაზარალებული მოსახლეობის გადანაწილება სასტუმროებში

“ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა სახელმწიფო უწყება”, – ამის შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კუბლაშვილი აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მოსახლეობის გადანაწილებას სასტუმროებში.

“ადგილზე მუშაობს გეოლოგების ჯგუფი და ველოდებით მათ დასკვნას.

საბედნიეროდ, დაშავებულები და გარდაცვლილები არ გვყავს”, – ამბობს დავით კუბლაშვილი.

შეგახსენებთ, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში გამთენიისას ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად, 5 სახლი განადგურდა. ევაკუირებულია 38 ოჯახი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები