აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ქალთა დღესთან დაკავშირებით დაბა მახინჯაურში ქალ მეწარმეებს შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, ქალთა დღესთან დაკავშირებით დაბა მახინჯაურში ქალ მეწარმეებს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე ქალბატონი თამარ ნარიმანიძე და მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა ესწრებოდნენ.

“სტუმრებმა ქალი მეწარმის ზაირა ჯიბლაძის ღვინის მარანი დაათვალიერეს.

ზაირა ჯიბლაძეს მარნის მოსაწყობად საჭირო ინვენტარი და მოწყობილობები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის – „სოფლად მეწარმეობის განვითარების” ფარგლებში დაუფინანსდა. ბენეფიციარმა გააფართოვა საკუთარი ბიზნესი და დღეს ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციას ახორციელებს, როგორც უცხოელი ვიზიტორებისთვის, ისე ადგილობრივი მომხმარებლებისთვის.

ფერმერის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ვაზის გაშენება და ღვინის წარმოება, ასევე სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ტურისტული მომსახურება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები