აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დენის სალუქვაძემ, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ხუთივე ადმინისტრაციის მთავარ მეტყევეებსა და ტყის მართვის სამსახურს მაღალი გამავლობის ავტომობილები გადასცა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
“მინისტრის განცხადებით, ტექნიკური რესურსის განახლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტყის დაცვის, მართვისა და მონიტორინგის პროცესს, განსაკუთრებით რთულად მისადგომ ტერიტორიებზე. ახალი ავტომობილები მეტყევეებს შესაძლებლობას მისცემს, ოპერატიულად იმოქმედონ, დროულად მოახდინონ რეაგირება ბუნებრივ გამოწვევებზე და ეფექტიანად განახორციელონ ტყის მართვის ღონისძიებები.
ავტომობილების გადაცემის პროცესს ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე და აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები”,- წერია ინფორმაციაში.
