28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას შეახსენებს, რომ 28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, 1 მარტიდან დეპარტამენტის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულკონტროლს განახორციელებენ.

“აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. კანონის შესაბამისად, რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, შესაძლოა, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვას. სახეობის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხასგარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება.

აღსანიშნავია, რომ ნადირობის სეზონის განმავლობაში – 2025 წლის 23 აგვისტოდან დღემდე, დეპარტამენტის თანამშრომლებმა 893 სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავსდა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიმოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევისდაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ ცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობადაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმარეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირებამოახდინოს.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი აქტიურად და წარმატებით იყენებს ისეთ საშუალებებს, როგორიცაა მაღალი გამავლობის ავტომობილები, ე.წ. ბაგები, სხვადასხვა ტიპის ნავები, კატარღები, დრონები, ფოტოხაფანგები, თერმული დურბინდები. დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში აქტიურად დანერგვის შედეგად, ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთა და გამოვლენა 24 საათის განმავლობაში და გაცილებით მეტ ლოკაციაზე გახდა შესაძლებელი,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები