„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შეხვედრები გამართეს ქარელის მუნიციპალიტეტის 18 ადმინისტარციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან”,- ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტები, რომელთა განხორციელება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი თანხით მოხდება, მოსახლეობას თავად უნდა დაესახელებინა და აერჩია ხმათა უმრავლესობით.
“აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხებისა და საპროექტო წინადადებების მიღებისა და ზედამხედველობის პროცესს, ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, განსაზღვრული თანამდებობის პირები ახორციელებენ.
2026 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებია:
ა) სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
ბ) სარწყავი სისტემები;
გ) სანიაღვრე არხები;
დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;
ე) გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
ვ) ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
ზ) გარე განათება;
თ) სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
ი) სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
კ) ამბულატორიის შენობები;
ლ) სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
მ) სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
ნ) სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
ო) წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
პ) მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
ჟ) გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება;
რ) საზოგადოებრივი ტრანსპორტი”,- წერია ინფორმაციაში.
