ჯუმბერ იზორია, სოფელ ლესიჭინესა და მუხურის საბავშვო ბაღებს ესტუმრა და იქ არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია და საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია მოადგილეებთან, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებისა და მერიის კულტურისა და განათლების სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად სოფელ ლესიჭინესა და მუხურის #2 საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ და იქ არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.

მიმდინარე წლიდან შეიცვალა აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი მენიუ, ის გასულ წლებთან შედარებით, უფრო მრავალფეროვანი გახდა. “სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ბიუჯეტი 20%-ით გაიზარდა. ასევე, ბაღებში სამუშაო საათები 09:00-დან 18:00 საათამდე განისაზღვრა.

,,ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა და პატარა აღსაზრდელების განვითარებისთვის ზრუნვაა, ამ მიმართულებით მიმდინარე წლიდან ბევრი რამ შეიცვალა. ყველა ბაღში უნდა იყოს ის პირობები, სადაც აღსაზრდელები კომფორტულ გარემოში მიიღებენ აღზრდა – განათლებას, თითქმის ყველა ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, დასრულებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც უახლოეს პერიოდში შევა ექსპლუატაციაში” – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ჯუმბერ იზორიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები