გორში დასუფთავების აქციები გრძელდება
გორში დასუფთავების მასშტაბური აქციები გრძელდება.
ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.
“გასუფთავდა და გაიწმინდა კორპუსების მიმდებარე ტერიტორიები,
კვერნაქის სასაფლაომდე მისასვლელი გზა, სანიაღვრე და სარწყავი არხები, მწვანე სივრცეები, ხიდები. მიმდინარე სამუშაოების მიზანია ტერიტორიის მოწესრიგება და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება”,- წერია ინფორმაციაში.
