ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მოხალისეთა შერჩევის მიზნით, კონკურსის მონაწილეებთან გასაუბრება ჩატარდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მოხალისეთა შერჩევის მიზნით, კონკურსის მონაწილეებთან გასაუბრება ჩატარდა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსში 14-დან 29 წლამდე, 94 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.

“შერჩეულ მოხალისეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაში, პროგრამების დაგეგმვაში და მათ განხორციელებაში, ასევე ჩაერთვებიან სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და სპორტულ პროგრამებში, შემეცნებით, სათავგადასავლო და საინფორმაციო-გაცნობით ტურებში,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები