ბათუმში გოგოლის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან კორპუსებს მთავრობა სოციალური მიზნისთვის გამოიყენებს

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, სამინისტროს და ბათუმის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, გოგოლის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან კორპუსებთან შეკრებილ მოქალაქეებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და განუმარტა, რომ გოგოლის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსები არის სახელმწიფოს ქონება და გამოყენებული იქნება სოციალური მიზნებისთვის.

ნინო ნიჟარაძემ მოუწოდა ოჯახებს, რომ მიმართონ განცხადებით ქალაქ ბათუმის მერიას, სადაც ფუნქციონირებს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლისგან შემდგარი კომისია და თითოეული ოჯახის განცხადება კრიტერიუმების შესაბამისად ინდივიდუალურად განიხილება.

„გოგოლის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსები არის სახელმწიფოს ქონება და მთავრობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული იქნება სოციალური მიზნებისთვის. სპეციალური კომისიის მიერ თითოეული განცხადება იქნება ინდივიდუალურად შესწავლილი და ვინც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს – როგორიცაა უსახლკარო მოქალაქე, სოციალური ქულა, შშმ სტატუსი, ეკომიგრანტი და ა.შ. აუცილებლად მიიღებს ბინას. გარდა ამისა, აღნიშნული შენობა დღევანდელი მოცემულობით არ აკმაყოფილებს საცხოვრებელ პირობებს, ამიტომ დამატებითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რასაც დასჭირდება გარკვეული დრო” – აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები