ბოლნისის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალების ფაქტზე, სოციალურ ქსელში  სამძიმრის წერილს ავრცელებს

“ეს უმძიმესი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და მთელი სპორტული საზოგადოებისათვის, “- ამის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე ბოლნისელი 17 წლის სპორტსმენის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს მეგობრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბოლნისელი 17 წლის წარმატებული სპორტსმენის, ნინი მამარდაშვილის – საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრის გარდაცვალების გამო. ეს უმძიმესი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, ასევე მთელი ჩვენი მუნიციპალიტეტისა და სპორტული საზოგადოებისათვის. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და თანაგუნდელებს. გისურვებთ ძალასა და სიმტკიცეს ამ მძიმე წუთებში.“- წერს სოციალურ ქსელში გიორგი სვანიძე.

შეგახსენებთ, გუშინ ბოლნისში, 17 წლის სპორტსმენი გოგონა, ნინი მამარდაშვილი ავტოავარიას ემსხვერპლა. ახალგაზრდა კარატისტი, მოტოციკლით გადაადგილებისას ავარიას ემსხვერპლა და ადგილზე გარდაიცვალა.

მოზარდის წარმატებულ კარიერაზე წერენ ახლობლები, ის ბოლნისის სკოლა “დავითიანი”-ს მოსწავლე და კარატეში საქართველოს ნაკრების წევრი იყო. ავარიამდე, რამდენიმე წუთით ადრე მას სპორტული მიღწევებისთვის კიდევ ერთი ჯილდო გადაეცა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები