ახალციხის კალათბურთის გუნდმა „ახალციხემ“  A ლიგის თამაშში პირველი გამარჯვება მოიპოვა

ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლად შექმნილმა საკალათბურთო გუნდმა „ახალციხემ“ პირველი  შეხვედრა გამარჯვებით დაიწყო. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქ თბილისში, A ლიგის ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში, ახალციხის „ახალციხე“ თბილისის გუნდ „ვინგსს“ დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი ახალციხის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 104:98 დასრულდა.

“საკალათბურთო მატჩს ახალციხელ გულშემატკივრებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი დაესწრნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია  გამარჯვებას ულოცავს   გუნდს და ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრებში წარმატებებს უსურვებს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები