დავით შერაზადიშვილი: ახალი წელი ის დროა, როცა სურვილებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა დავით შერაზადიშვილმა ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

„ახალი წელი ის დროა, როცა სურვილებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღეს, ფონდ „მონაგართან” ერთად, სოფელ ბალიჭში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს ვესტუმრეთ და პატარებისთვის დღესასწაული ოდნავ უფრო ფერადი გავხადეთ. ბავშვებს სათამაშოები და საახალწლო ტკბილეული გადავეცით, სანაცვლოდ კი ყველაზე ძვირფასი — მათი ღიმილი მივიღეთ.

დღესვე დამდეგი ახალი წელი მივულოცე ჩემს პატარა მეგობარს, დავით რეხვიაშვილს. გულწრფელ საუბარსა და თბილ ემოციებში გავატარეთ დრო”, — აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები