“სამეგრელოს რეგიონში დიდთოვლობამ გამოიწვია ავარიები – ძირითადად, დაზიანებულია მაღალი, საშუალო და დაბალი ძაბვის სადენები” – მამუკა გაჩეჩილაძე
“სამეგრელოს რეგიონში დიდთოვლობამ გამოიწვია ავარიები – ძირითადად, დაზიანებულია მაღალი, საშუალო და დაბალი ძაბვის სადენები, რაც თავისთავად გამოიწვია ხე-მცენარეების წაქცევამ”, – ამის შესახებ “ენერგო-პრო ჯორჯიას” მარტვილის მომსახურების ცენტრის მენეჯერი, მამუკა გაჩეჩილაძე აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, ავარიული გამორთვების პირველივე წუთიდან, მობილიზებულია “ენერგო-პროს” ბრიგადები, დამხმარე ბრიგადები ჩამოსულია აღმოსავლეთ საქართველოდან და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთსა და სამეგრელოში სოფლების უმეტესობას.
