მარტვილში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
მარტვილის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსი და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით საახალწლო კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონცერტში მონაწილეობდნენ რანინას ბავშვები, სოფო პაპუაშვილი, ლელუკა თელია, თეატრალური კვარტეტი, ანსამბლი „ალილო“, ჯგუფი რერო, დუეტი ჯორჯია, ბენდი გობლინები, წამყვანები პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე.
“მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ნაჭყებიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, მარტვილის დელეგატთან ილია ინჯიასთან ერთად, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა მოქალაქეებს და მათთან ერთად აანთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავდა საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიებების პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუამ საჩუქრები გადასცა.
ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა”,- წერია ინფორმაციაში.
