სამტრედიის მუნიციპალიტეტში რიგით 36-ე რეაბილიტირებული სპორტული ობიექტი გაიხსნა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ნაბაკევში რეაბილიტირებული ფეხბურთის მინი მოედანი გახსნა. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინი სტადიონი სამტრედიის მუნიციპალიტეტში რიგით 36-ე რეაბილიტირებული სპორტული ობიექტია. სპორტული ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
“მოედნის გახსნის შემდეგ გაიმართა მატჩი. დაჯილდოვდნენ 2015–2016 წლებში დაბადებული სპორტსმენები, რომლებიც იმერეთის ჩემპიონები გახდნენ.
დავით ბახტაძემ აღნიშნა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება და მუნიციპალიტეტი მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც განაგრძობს,”- წერია ინფორმაციაში.
