ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ლაშა ჟვანია სოფელ კირცხში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ლაშა ჟვანია, მერის წარმომადგენელთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სოფელ კირცხში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.
,,კირცხის ადმინისტრაციული ერთეულის სარაქონის უბანში დაახლოებით 4 კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტი ასევე ითვალისწინებს სანიაღვრე არხების მოწყობას.
ასფალტის საფარის ორივე ფენის დაგება მომავალ წელს დასრულდება.
გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ასევე სოფელ ლესიჭინესა და თაიაში”,- წერია ინფორმაციაში.
