ლანჩხუთის მერმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს საჩუქრები გადასცა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, პირველ მოადგილესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს საჩუქრები გადასცა.
„განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა გვერდით დგომა და მათი ოჯახების მხარდაჭერა ჩვენი პრიორიტეტია. მინდა თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ვუსურვო,” – განაცხადა ლანჩხუთის მერმა.
საჩუქრები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „საბას” ორგანიზებით გადაეცა.
