მამუკა გელაშვილი ბორჯომში სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქცია\რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მამუკა გელაშვილმა ხაზი გაუსვა მიმდინარე პროექტის დაგეგმილ ვადებში, ხარისხიანად შესრულების აუცილებლობას.

“ბორჯომის სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქცია\რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

პროექტის ფარგლებში, შენარჩუნებული იქნება შენობის იერსახე, დამატებით დეკორატიული ელემენტების გამოყენებით. რეაბილიტირებულ შენობაში განთავსდება სასპორტო სკოლა და ბიბლიოთეკა. მოეწყობა შესაბამისი დარბაზები, შიდა სავარჯიშო სივრცით, ასევე მოეწყობა სამკითხველო დარბაზი, მედიათეკის სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და საოფისე ოთახები.

სასპორტო სკოლაში 20 სახეობის (14 ზაფხულის და 6 ზამთრის) სპორტული წრე ფუნქციონირებს.
1000-მდე ახალგაზრდას შესაძლებლობა აქვს, რომ უსასყიდლოდ დაეუფლონ სპორტის სხვადასხვა სახეობას,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები