ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა მერის წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან სამუშაო თათბირი გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მერის წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან სამუშაო თათბირი გამართა.

ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა მიზნად ისახავდა სოფლებში არსებული ვითარების შეფასებას, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ არსებული მდგომარეობის გაცნობას.

,,თათბირზე განიხილეს თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ძირითადი პრობლემები, ინფრასტრუქტურული საჭიროებები და ის გამოწვევები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. ვახტანგ ბერიძემ წარმომადგენლებს და სპეციალისტებს კონკრეტული დავალებები მისცა, რათა პრიორიტეტული საკითხები დროულად მოგვარდეს.

ვახტანგ ბერიძის თქმით, მუნიციპალიტეტის მთავარი ამოცანაა, სოფლებში ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და იმ პროექტების შეუფერხებელი მიმდინარეობა, რომლებიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა და პრობლემების მოგვარება მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება”,- წერია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები