ფოთის მერი: ჩვენი მიზანია ქალაქის ყველა უბანში შეიქმნას უსაფრთხო, თანამედროვე და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურა

ფოთში, ქალაქის სხვადასხვა უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კუნძულის უბანში დასრულდა ერეკლე მეორის, პეტრე იბერისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია. ამავე უბანში მიმდინარეობს სამუშაოები შევჩენკოს ქუჩაზე და თამარ მეფის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე.

დასრულებული სამუშაოები, ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად დაათვალიერა.

ვაჭარაძის თქმით, მათი მიზანი უსაფრთხო, თანამედროვე და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნაა.

,,ჩვენი მიზანია, ფოთის ყველა უბანში შეიქმნას უსაფრთხო, თანამედროვე და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას”, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

კუნძულის უბანში, უახლოეს პერიოდში დაიწყება კლდიაშვილის, მემედ აბაშიძის, ზურაბ ნანავას, სოხუმის და მიქაბერიძის ქუჩების მოწყობა.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ფოთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული სამუშაოები გაგრძელდება როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტის მხარდაჭერით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები