ბორჯომის მერიამ საშეშე მერქნის შესაძენად 104 800 ლარის დაფინანსება გასცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ საშეშე მერქნის შესაძენად 104 800 ლარის დაფინანსება გასცა.

ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 524 ოჯახს, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს საშეშე მერქნის შესაძენად 200 ლარი ჩაურიცხა.

,,ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები