ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს როგორც მიმდინარე საკითხები, ასევე სამომავლო გეგმები.
,,პაატა კუნჭულიამ ხაზი გაუსვა, რომ ოზურგეთის მერიის საქმიანობა მოქალაქეებისთვის შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს. მერის თქმით, სამუშაო შეხვედრები ყოველკვირეულად გაიმართება, რაც თანამშრომლობისა და პროცესების კოორდინაციის კიდევ უფრო ეფექტურ განხორციელებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას მერის მოადგილეები – ბექა ჩხიკვიშვილი, გურამ გოლიაძე და სოფო რამიშვილი ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
