ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხნის 92 წლის იუბილესა და მეტალურგის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხნის 92 წლის იუბილესა და მეტალურგის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის მერმა მეტალურგებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.
“მეტალურგის დღის აღნიშვნა ჩვენი ქალაქისთვის იმ დიდი ტრადიციის გაგრძელებაა, რომელიც ქართული შენადნობებისა და ელექტრო მეტალურგიის განვითარებას უკავშირდება. ვულოცავ ყველა მეტალურგს და კეთილდღეობას, წარმატებებს და პროფესიულ განვითარებას ვუსურვებ”, – აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.
ვახტანგ ღამბაშიძემ, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო ქართული მეტალურგიის ფუძემდებლის, გიორგი ნიკოლაძის ხსოვნას.
ფეროშენადნობთა ქარხნის 92 წლის იუბილესთან და მეტალურგის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ქარხნის N4 საამქროში 28-ე ღუმელი გაიხსნა. ქარხნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წარმატებული მეტალურგები დაჯილდოვდნენ.
 
			