ვახტანგ ბერიძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის ახალარჩეულმა მერმა ვახტანგ ბერიძემ მერიის თანამშრომლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში ვახტანგ ბერიძემ თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა. მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ჯამბულატ მელაძე, ხოლო მოადგილეებად ნური გორგაძე და ნადიმ ვასაძე დაინიშნენ.

ვახტანგ ბერიძემ ხაზი გაუსვა მათ საჯარო უწყებაში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას და პროფესიონალიზმს.

„ჩვენი მთავარი მიზანია, ხულოში განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც რეალურად გააუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს. ამისთვის კი საჭიროა ერთიანი, ეფექტიანი და გამჭვირვალე მუშაობა,“ – აღნიშნა მერმა.

ვახტანგ ბერიძემ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერებაზე, ასევე მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაციის აუცილებლობაზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები