20 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე დაბალი).