მამუკა გელაშვილი: ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების უკვდავსაყოფად დაბა წაღვერის სკვერში და სანაპირო სკვერში აგებული მემორიალი გვირგვინებით შევამკეთ
,,ბორჯომში ვეტერანთა დღე აღინიშნა. მერის მოადგილესთან, გიორგი ტაბატაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გიორგი ფერაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ვეტერანებს დღევანდელი დღე მივულოცე და სამშობლოს დაცვის დროს გამოჩენილი სიმამაცისათვის მადლობა გადავუხადე”,- ამის შესახებ ბორჯომის მერი მამუკა გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
,,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების უკვდავსაყოფად დაბა წაღვერის სკვერში და სანაპირო სკვერში აგებული მემორიალი გვირგვინებით შევამკეთ.
ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი დეკანოზმა იოანე ხეცურიანმა გადაიხადა. საქართველოში ,,ვეტერანის დღე”, 2014 წლის 17 ოქტომბრიდან აღინიშნება”, – წერს გელაშვილი.