აგარაში გზის ასფალტირება დასრულდა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, შვიდ მონაკვეთზე დაიგო ჯამში 2,485 გრძივი მეტრი ასფალტობეტონის საფარი, მოეწყო ეზოში შესასვლელები და მიერთებები.

სამუშაოები შესრულდა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი თანადაფინანსებით.

პროექტს ახორციელებდა შპს „ჰედეფ ჯორჯია”.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები