აგარაში კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
აგარაში აქტიურ ფაზაშია კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
,,ამ ეტაპისთვის დასრულებულია სახურავის, წიბოვანი ფილების, შეკიდული ჭერის დემონტაჟი და მიმდინარეობს კედლის გამაგრების, ღობის მოწყობისა და შიდა სივრციდან ნარჩენი მასალის გამოტანის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება შენობის სრული რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია (მიშენება).
სამუშაოები მიმდინარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
პროექტს ახორციელებს შპს „სამშენებლო კომპანია მაქსიმო”,- წერია ინფორმაციაში.