14 ოქტომბერს “მცხეთობა – სვეტიცხოვლობა 2025” აღინიშნება

14 ოქტომბერს “მცხეთობა – სვეტიცხოვლობა 2025” აღინიშნება. ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სადღესასწაულო პროგრამა 10:00 საათიდან დაიწყება.

“10:00-13:00 – საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში;

10:00-18:00 – საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო, ხალხური რეწვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ბრენდირებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
მცხეთის დიადი ისტორიის ამსახველი შემეცნებით-გასართობი სივრცეები და ეროვნული თვალსაჩინოებების საგამოფენო კუთხე;

10:00-18:00 – მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების (ადმინისტრაციული ერთეულები) საშემოდგომო-საგამოფენო სივრცეები, სადეგუსტაციო კუთხეები;

11:00-16:00 – მუნიციპალიტეტის სასპორტო დაწესებულებების სპორტულ-სანახაობრივი აქტივობები, სახალხო შეჯიბრებები, სპორტულ-გასართობი თამაშები;

12:00-18:00 – ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნიმუშებისა და ქართული ტრადიციული სამზარეულოს სადეგუსტაციო კუთხეები, ეროვნული კულინარიული მასტერკლასები, ქართულ წეს-ჩვეულებათა იმიტირებული აქტივობები;

12:00-18:00 – ბავშვთა გასართობი სივრცეები, სანახაობითი ატრაქციები, არქეოლოგიური ზონა, შოუ-პროგრამა, ქუჩისა და პანტომიმის თეატრის პერფორმანსი, ატრაქციონები და გასართობ-ინტელექტუალური თამაშები;

სადღესასწაულო კონცერტი:

12:00-15:30 – მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები;

16:30-17:30 – მცხეთის ბენდი The light room;

17:30-18:00 – მისალმება – მილოცვა – ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული საპატიო სტუმრები;

გალა-კონცერტი:

18:00-19:30 – ჯგუფი – 1/4 და ლინდა ადამია;

19:30-20:15 – ჯგუფი „ქუჩის ბიჭები”;

20:30-21:30 – ეთნო-ბენდი „შერეკილები”;

21:30-23:00 – დიჯეი L’ONE და TEO-CEO

წამყვანები: ზურა გორგაძე და თაკო ჩორგოლაშვილი.

ქალაქი მცხეთა, ცენტრალური მოედანი,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები