ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, სექტემბრის თვეში, 1 434 ბენეფიციარს 431 144 ლარის დახმარება გაეწია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, სექტემბრის თვეში, 1 434 ბენეფიციარს 431 144 ლარის დახმარება გაეწია. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

,,მათ შორის:

206 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 1677 905 ლარი გამოიყო;

101 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 18 456 ლარით დაფინანსდა;

ონკოლოგიური დაავადებების მქონე 304პაციენტი 30 726 ლარით დაფინანსდა;

116 მრავალშვილიანი ოჯახი 28 100 ლარით დაფინანსდა;

358 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 14 360 ლარით დაფინანსდა;

პერსონალური ასისტენტის სერვისის მომსახურებისთვის 2 ბენეფიციარისთვის 297 ლარი გამოიყო;

სასკოლო დახმარებამ 40 კრიზისული ოჯახისთვის ჯამში 12 000 ლარი შეადგინა.

ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები