დავით კოდუა: ჩვენ ერთად კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ ზუგდიდს

“ჩვენ ერთად კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ ზუგდიდს”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი, დათო კოდუა აცხადებს.

მისივე თქმით, ეს მუნიციპალიტეტი იქნება ყველასგან განსხვავებული, წარმატებული და განვითარებული.

,,ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, განათლების ხელშეწყობა, მწვანე სივრცეების შექმნა, სპორტის, კულტურის სფეროების განვითარება, სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროექტების გაძლიერება, დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მოქალაქეებისთვის სახლების მშენებლობა – ეს იქნება ცემი მთავარი საზრუნავი. ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია ანაკლიის პორტის მიმდინარე პროექტი, რომელი მოგვცემს მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას, შემოიტანს მუნიციპალიტეტში დოვლათს და ახალ სამუშაო ადგილებს. ზუგდიდს აქვს განსაკუთრებული ისტორიული როლი, ჩვენ ხიდი ვართ ოკუპირებულ აფხაზეთთან. ეს მუნიციპალიტეტი იქნება ყველასგან განსხვავებული, წარმატებული და განვითარებული. სამთავრობო გუნდის დიდი მხარდაჭერით, ამ გზას აუცილებლად ერთად გავივლით”, – განაცხადა დავით კოდუამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები