სულხან თამაზაშვილი: დარწმუნებული ვარ ერთიანი ძალისხმევით შევქმნით ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის
,,ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვესტიციების ხელშეწყობა” – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა „ორბი ჯგუფის” ახალი მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის – ORBI Continental-ის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ინვესტიციები ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
,,ეს პროექტი, არა მხოლოდ თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს, არამედ ემსახურება ჩვენი რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას, ეკონომიკის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას. ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოში, ამ მხრივ აჭარის რეგიონი ნამდვილად გამორჩეულია. ჩვენი მიზანია ოთხივე სეზონზე ვიყოთ მიზიდულობის ცენტრი, რათა ის შესაძლებლობები რაც ტურიზმს მოაქვს მოხმარდეს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. დარწმუნებული ვარ ერთიანი ძალისხმევით შევქმნით ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის” – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.